Thursday, May 16, 2013

საღეჭი რეზინა


საღჭი რეზინის გამოყენება პირველად   ძველმა ბერძნებმა, ჩრდილო ამერიკის და ასევე მაიას ტომის ინდიელებმა დაიწყეს. მაშინ საღეჭად სხვადასხვა მცენარის ფისს იყენაბდნენ.

კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ საღეჭი რეზინა ევროპაშიც მოხვდა , მაგრამ მაშინდელ ევროპელებს დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ მის მიმართ.  გარკვეული დროის შემდეგ ამერიკაში საღჭი რეზინა ხელმეორედ დაიბადა.
1848 წელს ჯონ კურტისმა ოპირველმა დაამზადა და გაყიდა საღეჭი რეზინა.
1871 წელ ტომას ადამსმა ოფიციალურად დააპატენტა საღეჭი რეზინის მწარმოებელი პირველი მანქანა. მის მიერვე დამზადებული საღეჭი რეზინი Tutti-frutti იყო პირველი რომელიც სავაჭრო ავტომატით გაიყიდა.
1892 წელს უილიამ ვრიგლი ჩიკაგოში დაარსა საღეჭი რეზინების დამაარსებელი პირველი კომპანია Wrigley. მისი საღეჭი რეზინები ცნობილი იყო როგორც Wrigleys Spearmint Gum.
უილიამ ვრიგლიმ ასევე შექმნა ბრენდი Juici- fruit.
იმ პერიოდში მარკეტინგის როგორც სიტყვის განმარტება არ არსებობდა, მაგრამ უილიამ ვრიგლი თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მარკეტინგის გურუ, რადგან ის იყენებდა უამრავ კრეატიულ და პრაქტიკულ საშუალებას საკუთარი ბრენდის პრომოუშენისთვის, მათ შორის საღეჭი რეზინების უფასო დებუსტაციას.ამ ნაბიჯებმა ვრიგლის და მის ბრენდს დიდი წარმატება მოუტანა.
1939 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ საღეჭი რეზინის ღეწვა ხსნის სტრეს, რის შემდეგაც იგი ამერიკელი ჯარისკაცერბის ყოველდღიური ულუფის შემადგენელი ნაწილი გახდა.

საღეჭ რეზინას ამერიკაში მშრალი კანონის დროსაც იყენებდნე, ნასვამი ხალხი პოლიციისგან საღეჭი რეზინით მალავდნენ, რომ ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული .                         ასეთი პოპულარობის გამო xx საუკუნეს საღეჭი რეზინის საუკუნესაც კი უწოდებდნენ.